ფოტოები საილუსტრაციოა. რეალურ პროდუქტში ფერები, ორნამენტის დეტალები და ზომა შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს. დიზაინის უკეთ დასანახად იხილეთ დეტალური ფოტოები (ბოლო ფოტო).
მწყემსი კეთილი
ბალიში
მწყემსი კეთილი
ქრისტიანულ ხელოვნებაში მწყემსი კეთილი მზრუნველობის, მფარველობისა და თავგანწირული სიყვარულის სახეა. იოანეს სახარებაში ქრისტე საკუთარ თავს მწყემს კეთილად მოიხსენიებს, ამიტომ ეს მოტივი ქრისტიანულ სიმბოლიკაში დაცვისა და სულიერი წინამძღოლობის ნიშნად იკითხება. ლევან მარგიანის შემოქმედებაში მწყემსი კეთილი თავიდანვე ჩნდება: თავად ასახელებს მას თავის ადრეულ სახარებისეულ თემებს შორის. ეს ბუნებრივიცაა — მისი მხატვრული სამყარო უმეტესად ახალი აღთქმის კანონიკურ მოტივებს ეყრდნობა, ხოლო მინიატურებში საეკლესიო კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკას იყენებს. ამიტომ მწყემსი კეთილი მის ვიზუალურ ენაში არა შემთხვევითი ეპიზოდი, არამედ ერთ-ერთი ძირითადი და გამორჩეული ნიშანია.
ფასი
60 ₾
ზომა
45x45 cm
აირჩიეთ ბეჭდვის ტიპი
აირჩიეთ ფერი
კალათაში დაემატა
დამატებულია
არჩეული ნივთი კალათაში დაემატა.





